გატაცება საოკუპაციო ზოლთან

საოკუპაციო ძალების მორიგი პროვოკაცია. ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ არის დაკავებული. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ინციდენტის შესახებ ინფორმირებულები არიან საერთაშორისო პარტნიორები და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. გააქტიურდა სპეციალური ცხელი ხაზიც. ნინო ფისაძე დეტალებით სოფელი დვანიდან.