27 აპრილს ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ორგანიზაციის ღია კარის პოლიტიკაზე იმსჯელებენ.
ალიანსის დიპლომატები გაეცნობიან ასპირანტი სახემწიფოების მიერ მიღწეულ პროგრესს. სამი ასპირანტი ქვეყნის შესახებ სამი ანგარიში სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა მოამზადა.
ჯეიმს აპატურაის ბრიუსელში ექსკლუზიურად პირველი არხისთვის ქეთევან ქარდავა ესაუბრა. აპატურაი ამბობს, რომ საქართველოს შესახებ ანგარიში პოზიტიურია, ნატოს ღირებული პარტნიორი სწორ გზაზეა და აქვს ყველა ინსტრუმენტი მომავალი წევრობისთვის მოსამზადებლად.
ღია კარის პოლიტიკაზე იმსჯელებენ ნატოს წევრი ქვეყნები ივლისის სამიტზეც, სადაც საქართველო უკვე მიწვეულია – ქეთევან ქარდავა დეტალებით.