ჯეიმს აპატურაის ვიზიტი და გზავნილები

საქართველო ნატოს მაღალჩინოსანს მასპინძლობს.

ჯეიმს აპატურაი ახალი რანგით თბილისში შეხვედრებს მართავს. ალიანსის გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის შემდეგ გაუარესებულ რეგიონულ უსაფრთხოებას და მოსალოდნელ რისკებს განიხილავს. მისი მთავარი გზავნილია, რომ შექმნილ მძიმე ვითარებაში და გაზრდილი გამოწვევების ფონზე ნატომ საქართველოს და სხვა პარტნიორების მხარდასაჭერად უფრო მეტი უნდა გააკეთოს. აპატურაიმ დაადასტურა, რომ საქართველოს მიმართ ნატოს ღია კარის პოლიტიკა მადრიდის სამიტზე მისაღებ დეკლარაციაში კიდევ ერთხელ იქნება ხაზგასმული. აპატურაის განცხადებების ადრესატი დღეს ხელისუფლებასთან ერთად ოპოზიციაც იყო. ნატოს მაღალჩინოსნის მოწოდებაა, რომ საქართველოში პოლარიზაცია შემცირდეს.