დაპირისპირება სომხეთ-აზერბაიჯანს შორის  

დაძაბულობის ახალი კერა სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზოლი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ ექცევა. შარშანდელი საომარი მოქმედებების შემდეგ ეს მასშტაბური სამხედრო დაპირისპირების პირველი შემთხვევაა. სასაზღვრო ზოლში გახსნილი ცეცხლის შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს. ამ მომენტისთვის კონფლიქტის ზონაში სიმშვიდეა. რუსეთის შუამავლობით მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე ახლაც შეთანხმდნენ და დადებული პირობა ამ წუთამდე სრულდება.

სასაზღვრო დავის ახალი ეტაპი და მკაცრი მოწოდებები ბაქოს და ერევნის მისამართიდან დასავლეთიდან თამთა რუხაძის რეპორტაჟში.