ჯეიმს აპატურაის ვიზიტი საქართველოში

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი საქართველოში ვიზიტს განაგრძობს. რამდენიმე წუთში აპატურაი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდება, მანმადე კი შეხვედრები გამართა საგარეო და თავდაცვის მინისტრებთან, ასევე პარლამენტის თავმჯდომარესთან და დეპუტატებთან. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა საგარეო პოლიტიკის სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი იყო, მათ შორის: ნატო-სთან დაახლოების გზები და მიღწეული პროგრესი, ქვეყნის შიდა პოლიტიკური პროცესები და მიმდინარე რეფორმები. ასევე, საუბარი შეეხო რეგიონულ უსაფრთხოებასა და საქართველოს როლს.

გენო ოსიყმაშვილი დეტალებით.