დსთ-ს მეთაურთა საბჭოს სხდომა

სამხრეთ კავკასიის რეგიონში ახალი გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე დსთ-ს ქვეყნების ლიდერები ერთმანეთს ვირტუალურად შეხვდნენ.

ორგანიზაციის 30-წლისთავისადმი მიძღვნილი დისკუსიის მთავარი თემა მთიანი ყარაბაღის შარშანდელი ომი და სომხეთ-აზერბაიჯანს შორის დიალოგის პერსპექტივა იყო, რომელიც საომარი მოქმედებების შემდეგ დაწყებული პერმანენტული სასაზღვრო შეტაკებების ფონზე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მხარეებს მოლაპარაკებების განსაახლებლად საკუთარი პირობები აქვთ.