ნატო-ს სამიტი - რა ჩაიწერება დასკვნით დეკლარაციაში საქართველოზე

უკრაინის წევრობის საკითხთან ერთად, არანაკლებ საინტერესოა, რა ჩაიწერება ნატო-ს სამიტის დასკვნით დეკლარაციაში საქართველოს შესახებ. სამიტს, რომელიც ლიეტუვის დედაქალაქში პირველად იმართება, ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერები და პარტნიორები ესწრებიან. როგორც ნატო-ში საქართველოს წარმომადგენელი ვიქტორ დოლიძე ამბობს, საქართველოს საბოლოო მიზანი ალიანსის წევრობაა და ქვეყნის ამ მისწრაფებას სამიტზე კიდევ ერთხელ მკაფიოდ გაახმოვანებენ.