პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ალფა“ ასეული ნატო-ს რეაგირების ძალების სრულუფლებიანი წევრია. ნატო-ს ძალებთან თავსებადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ვაზიანში, მეოთხე მექანიზებულ ბრიგადაში გაფორმდა, რომლის თანახმად, ასეულს სამი წლის ვადით ნატო-ს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის სერტიფიკატი მიენიჭა. დოკუმენტის ხელმოწერამდე, „ალფა“ ასეულმა ნატო-ს მეორე დონის შეფასება გაიარა. პროცესს ნატო-ს სახმელეთო ძალების შტაბის წარმომადგენლები აკვირდებოდნენ.