ნათლისღების დღესასწაული

ისტორიული გადაწყვეტილება საზოგადოებამ დღეს სამების ტაძრიდან შეიტყო.

300 წლის შემდეგ წმინდა მიწაზე დაბრუნების და მდინარე იორდანესთან საქართველოსთვის მიწის ნაკვეთის გადმოცემის შესახებ მოსახლეობას ლიტურგიაზე მყოფმა პრემიერმა აცნობა. მართლმადიდებელი სამყარო ერთ-ერთ უდიდეს დღესასწაულს აღნიშნავს. დღეს ნათლისღებაა. დილიდან ყველა ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება ტარდება. სრულდება ნათლისღების მთავარი რიტუალიც – წყალკურთხევის მსახურება. ნაკურთხი წყალი კი მთელი წლის განმავლობაში ინახება. სამების ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია კათოლიკოს-პატრიარქმა ჩაატარა და მრევლს ქადაგებით მიმართა. სახარების თანახმად, მდინარე იორდანეში იოანა ნათლისმცემელმა სწორედ ამ დღეს მონათლა იესო ქრისტე.