საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა

საქართველომ ბრიუსელში მიღებული ისტორიული გადაწყვეტილება ქვეყნის ცენტრალურ მოედანზე იზეიმა. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება თავისუფლების მოედანზე საერთო-სახალხო ღონისძიებით აღნიშნეს. ქუჩები საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით მოირთო. ეს მნიშვნელოვანი წარმატება მოსახლეობას ხელისუფლების პირველმა პირებმა მიულოცეს და სიტყვითაც მიმართეს.

რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა ოპოზიციაც. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ევროკავშირის გადაწყვეტილება ხალხის დამსახურებაა, რეფორმების გასატარებლად კი სერიოზული სამუშაოებია ჩასატარებელი.