ნათელა მაჭავარიანის ვარსკვლავი. ღონისძიება მსახიობის 80 წლის იუბილეს დაამთხვიეს.
ცერემოანიამდე, მოზარდ-მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის დიდ სცენაზე, ნათელა მაჭავარიანის შემოქმედებითი საღამო გაიმართა, რაც მოგვიენბით, თეატრის წინ ვარსკვლავის გახსნით დაგვირგვინდა. ნათელა მაჭავარიანის მიერ შექმნილი სახასიათო, დრამატული სახეები კარგად ახსოვს მაყურებელს. 1974 წლიდან არის თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა თეატრის მსახიობი. გერმანიის საერთაშორისო ფესტივალზე კი, ჟანა დარკის როლის შესრულებისთვის მიღებული აქვს ჯილდო და პრემია.