შემოქმედებითი საღამო

სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დიმიტრი კრიმოვის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. საღამოზე ცნობილი რეჟისორის ბოლოდროინდელი გახმაურებული თეატრალური დადგმებიდან ეპიზოდები აჩვენეს. ამასთან, კულტურის სამინისტროსა და თეატრის მხარდაჭერით, მსოფლიოში ცნობილმა რეჟისორმა, მხატვარმა და სცენოგრაფმა ქართველი მსახიობებისთვის სამდღიანი მასტერკლასი გამართა. მან მსახიობებთან მსოფლიო დრამატურგიის ორი საუკეთესო წარმომადგენლის – უილიამ შექსპირისა და ანტონ ჩეხოვის პიესებზე იმუშავა.