სერგო ფარაჯანოვი - 100

რეჟისორი არაერთი საერთაშორისო აღიარებით, უამრავი ჯილდოთი, მკვეთრად გამორჩეული ინდივიდუალური ხელწერით და ფილმებით, რომლებსაც ხშირად ვიზუალურ პოეზიას ადარებენ. დღეს სერგო ფარაჯანოვის დაბადების დღეა. ცნობილ ხელოვანს 100 წელი შეუსრულდებოდა. რეჟისორს, რომლის შემოქმედება საბჭოთა ცენზურის გამო ხშირად იდევნებოდა, კოლეგები და ის ადამიანები იხსენებენ, რომლებსაც სხვადასხვა დროს ფარაჯანოვთან თანამშრომლობა მოუხდათ.

რეჟიმთან წინააღმდეგობრივი დამოკიდებულების გამო, მრავალი წლის განმავლობაში ფილმების გადაღება საერთოდ აკრძალული ჰქონდა, ამის მიუხედავად ბრიტანულმა გამოცემა Varsity-მ სერგო ფარაჯანოვი საუკეთესო რეჟისორად დაასახელა. მის ფილმებს კი მსოფლიო კინოფესტივალების 30-ზე მეტი ჯილდო აქვს მიღებული.