თენგიზ აბულაძის ფილმების რეტროსპექტივა

ცნობილი ქართველი რეჟისორის 100 წლის იუბილე კვირეულით აღინიშნება.

მაყურებელი თენგიზ აბულაძის ფილმების აღდგენილ ვერსიებს ნახავს. ნამუშევრები, რომლებმაც ქვეყანას არაერთი საერთაშორისო აღიარება მოუტანა, მაღალხარისხიანი გამოსახულებით იქნება ნაჩვენები. კვირეული ხვალ სხვადახვა დროს გადაღებული ფილმების პოსტერების გამოფენით და რეჟისორისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაციით გაიხსნება.

კვირეული თენგიზ აბულაძის პირველი ფერადი ფილმით გაიხსნება, რომელშიც ქართლი კინოს გამორჩეული თანავარსკვლავედი მონაწილეობს. 28-დან  31 იანვრის ჩათვლით, მაყურებელი კინოჩვენებებზე დასწრებას უფასოდ შეძლებს.