თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით დაკავებული გიორგი გოგებაშვილის და ნინო გეგელაშვილის საქმის განხილვა გრძელდება.
დაცვის მხარემ სხდომაზე ორივე დაკავებულის მიმართ პატიმრობის გირაოთი შეცვლა მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და 10 მაისს მიღებული აღმკვეთი ღონისძიება, – პატიმრობა, – ძალაში დატოვა.
შსს-მ გიორგი გოგებაშვილი და ნინო გეგელაშვილი ინტერნეტის გამოყენებით ნარკოტიკული ნივთიერების გასაღების ბრალდებით, 8 მაისს დააკავა.