ნარკოტიკების რეალიზების საქმე

შვიდ საათზე მეტ ხანს კითხავდნენ გამომძიებლები ერთ-ერთ მთავარ მოწმეს ნარკოტიკების რეალიზების საქმეზე. როგორც ცნობილია, ის ქვეყნის დატოვებას განუსაზღვრელი ვადით გეგმავს. დაკითხვას ბრალდებულების ადვოკატები ესწრებოდნენ.

პროკურორის თქმით, მოწმემ ყველა შეკითხვას ამომწურავი პასუხი გასცა. მისივე განმარტებით ადვოკატებს გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე ხელი იმიტომ მოაწერინეს, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საქმეში არსებული მონაცემები არ გახმაურდეს.

ბრალდებულების ადვოკატების განცხადებით, მოწმის არგუმენტები მათთვის გაუგებარი იყო და აღნიშნული პიროვნების წარსულიდან გამომდინარე, ისინი მოწმეს არ ენდობიან.