მასშტაბური სპეცოპერაცია - დაკავებული ნარკორეალიზატორები

მასშტაბური სპეცოპერაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით და 20-მდე დაკავებული. თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, ოზურგეთი, გორი, რუსთავი, მარნეული – ნარკოტიკების შენახვა-გასაღებაში ბრალდებულები დღეს სხვადასხვა ქალაქში აიყვანეს. დაკავებულებს შორის სხვა 11 ქვეყნის მოქალაქეებიც არიან. საგამოძიებო მასალების მიხედვით, საქმეში დევს აუდიო-ვიდეო-მასალა, რომელიც ოპერაციის ჩატარებამდე პოლიციის მხრიდან ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვის ფაქტებს ასახავს. სხვადასხვა ადგილზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებებია ამოღებული.