ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე. თარიღის აღსანიშნავად, „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა. განიხილეს არსებული ვითარება და ნარკოპოლიტიკის შედეგები.

მონაწილეების მხრიდან ხაზი გაესვა არსებული ნარკოპოლიტიკის არაეფექტიანობას. დისკუსიის ფარგლებში მოხდა სახელისუფლებო სტრუქტურებს, არასამთავრობო სექტორს, სპეციალისტებსა და ნარკოტიკების მომხმარებელთა თემს შორის დიალოგის ინიცირება ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე.