ნარკოდანაშაულთან ბრძოლის შედეგები

გაშიფრულია ნარკოდანაშაულის ახალი სქემები.

ბოლო ორ თვეში ნარკოტიკების რეალიზების ბრალდებით 66 ადამიანია დაკავებული. კიდევ 46 პირს ნარკოდანაშაულში ედება ბრალი. ქვეყნდება დანაშაულის ამსახველი კადრებიც. ბრალდებულებს შორის სხვა ქვეყნების მოქალაქეებიც ფიგურირებენ. ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების გარდა, სამართალდამცავებმა დაკავებულებისგან ნივთმტკიცებად იარაღიც ამოიღეს. დღევანდელ ბრიფინგზე ბოლო ერთი წლის სტატისტიკური მონაცემებიც შეჯამდა. 2023 წლის დასაწყისიდან დღემდე 282 ნარკორეალიზატორი აიყვანეს.