ბრალის წარდგენა ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ფაქტზე

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ფაქტზე, პროკურატურის შუამდგომლობით, სასამართლომ ოთხ პირს პატიმრობა შეუფარდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს, რომელთა ნაწილი ერთ-ერთმა ბრალდებულმა საქართველოში უკანონოდ შემოიტანა. ამოღებულია MDMA და ექსტაზი.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 262-ე და 273-ე პრიმა მუხლების დარღვევას ედავება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.