საკონსტიტუციო სარჩელი – პროცესი ხვალ განახლდება

12:09, 15.11.2026

ხუთი ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესები ხვალიდან განახლდება. მანამდე კი, სარჩელის განხილვის მე-12 სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა. 26 მაისი, 7 ნოემბერი, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა და სიცოცხლის ხელყოფა – ყოფილ სახელისუფლებო პარტიას მოსამართლეების მწვავე შეკითხვებისთვის მოუწიათ პასუხების გაცემა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პასუხისმგებლობის აღებაზე უარი განაცხადა. პარალელურად კი, ციხის საკნიდან მსჯავრდებულმა ექს-პრეზიდენტმა მისივე პარტია გააკრიტიკა – დაცვის სტრატეგიები და ტაქტიკა დაუწუნა. როგორც სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მორიგ ჯერზე დაამტკიცა, რომ მათი ქმედებები არაკონსტიტუციურია. სარჩელში წარდგენილ ბრალდებებს ოპოზიცია კატეგორიულად უარყოფს.

მსგავსი