ძებნილი პირის დაკავება
განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის პოლიციამ ძებნილი, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის ოქტომბერში, სენაკის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა სამ პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დანაშაულში ბრალდებული პირის ვინაობა სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დაადგინეს და მასზე ძებნა გამოცხადდა. პოლიციამ ძებნილი პირი თბილისში დააკავა. დანაშაული 15-წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.