პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის კიდევ ოთხი პირი დააკავა – მათ შორის ორი ნარკორეალიზატორია, – ამის შესახებ შსს-ში სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს. როგორც უწყებაში ამბობენ, დაკავებულებს პირადი ჩხრეკისას სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩნდათ, მათ შორის „სუბუტექსი“ და „მდმა“, რომლებზეც დანიშნულია ექსპერტიზა. რაც შეეხება ნარკორეალიზატორებს, გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირები სისტემატურად ყიდდნენ ნარკოტიკებს, ხოლო გაყიდული ნარკოტიკები პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო.