დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით

ნარკოდანაშაულის ბრალდებით, შსს-მ უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე დააკავა. მათ შორის ჩინეთისა და გერმანიის ორი მოქალაქე, ასევე, რუსეთისა და უკრაინის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ორი პირი. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები ნარკოდანაშაულის სქემაში იყვნენ ჩართული. მათ შორის ერთი მათგანი, საქართველოში ევროპის ერთ-ერთი ქვეყნიდან, თბილისის აეროპორტის გავლით შემოვიდა. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, აეროპორტში მისი პირადი ჩხრეკა განხორციელდა. ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის „კოკაინი“, „მდმა“, „მეტამფეტამინი“, „მეთადონი“ და ფსიქოტროპული საშუალება კეტამინის შემცველი ნივთიერებები. ნივთმტკიცებად, ასევე, ამოღებულია თანხა, ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ელექტრო სასწორები. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.