ნარკორეალიზატორების დაკავება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 270 პირი დააკავა, მათ შორის 27 ნარკორეალიზატორია.  ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ბრიფინგზე განაცხადა. თეიმურაზ კუპატაძის თქმით, დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის მოქალაქეები.