დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით ათი პირი დააკავეს. უწყების ცნობით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე ბელარუსისა და ისრაელის მოქალაქეები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 273-ე პრიმა და 19-273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.