ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები სოფელ საყოლიიდან.
ირაკლი მუკბანიანის დაკავების პროცესს შინაგან საქმეთა სამინისტრო და ადგილობრივი მოსახლეობა სხვადასხვანაირად აღწერენ. სოფლის მცხოვრებლები ამტკიცებენ, რომ „ნამახვანჰესის“ აშენების მოწინააღმდეგე აქტივისტის დასაკავებლად სოფელში სპეცრაზმი შევიდა, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. რიონის ხეობის მცველები უწყებას პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ.
გომელაურის უწყება კი სპეციალური საშუალებების გამოყენებას და გამაფრთხილებელ გასროლას ადგილობრივთა მხრიდან გაწეული წინააღმდეგობით ხსნის. დაშავებულია ორი მოქალაქე და ორი პოლიციელი.
გენო ოსიყმაშვილი არკვევდა, რა მოხდა პირველ ივნისს სოფელ საყოლიას სასაფლაოზე.