ვითარება გუმათში და მედიაციის პროცესი

რკინის ბარიკადის აღების მიუხედავად, „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებს ხეობაში გადაადგილების უფლება ამ დრომდე არ აქვთ. საპროტესტო მოძრაობის ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ისინი დღეს ევროკავშირის ჩართულობით რიგით მეორე შეხვედრას ელოდებიან, რომელიც ონლაინფორმატში გაიმართება. შეხვედრა 17:00 საათზეა ჩანიშნული.