ვითარება გუმათში

შეთანხმება ვერ შედგა, – „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა იმ 13 ალტერნატიული ადგილიდან, რაც მათ ხელისუფლებამ დემონსტრაციების გასაგრძელებლად შესთავაზა, ვერცერთი შეარჩიეს. ლოკაციებს აქციის მონაწილეები დილიდან ათვალიერებდნენ, დღის ბოლოს კი განაცხადეს, რომ შესაძლო ვარიანტებიდან კარვების გასაშლელად, სადაც მოქალაქეთა უსაფრთხოებაც დაცული იქნებოდა, არცერთი ადგილი არ გამოდგება. ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ მათი სურვილი სოფელ ნამოხვანში, ძველ ადგილზე დაბრუნებაა. თუმცა აღნიშნავენ იმასაც, რომ მიწის ნაკვეთი, რომელზეც მათი პირველი კარავი იყო განთავსებული, ჰესის მშენებელი კომპანია „ენკას“ საკუთრებაა, რის გამოც, პროტესტი კვლავ გუმათში გაგრძელდება.

მოამბე

დატოვე კომენტარი