ვითარება გუმათში

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები ამ წუთებში სოფელ გუმათში იმყოფებიან.
შეგახსენებთ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათ სოფელ ნამოხვანში პროტესტის გადასატანად 13 ალტერნატიული ლოკაცია შესთავაზეს. აქციის ორგანიზატორები დღეს ამ ადგილებს მოინახულებენ და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ სად განთავსდება მათი კარვები და სად განაგრძობენ პროტესტს აქტივისტები.

თეა აბსარიძე გაგვაცნობს ვითარებას ადგილზე და აქციის მონაწილეების პოზიციას.

მოამბე

დატოვე კომენტარი