„ნამახვანჰესის“ მშენებლობა - არასამთავრობოების განცხადება

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებს უერთდება არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი. მესამე სექტორში ამბობენ, რომ ადგილობრივების მოთხოვნა არ გაგრძელდეს სამუშაოები, ლეგიტიმურია. მათ განცხადებით, ნებართვები შეუთანხმებლად გაიცა და პროცესში დამოუკიდებელი ექსპერტები და მოსახლეობა ჩართული არ იყო. ორგანიზაციები მოუწოდებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს,არ დაუშვან „ენკას“ მიერ სამშენებლო სამუშაოების  წარმოება მანამ, სანამ არ იქნება შესწავლილი და შეფასებული პროექტის განხორციელების შემთხვევაში გარემოსთვის, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, ასევე კულტურული მემკვიდრეობისა და მატერიალური ფასეულობებისთვის შექმნილი საფრთხეები.