კიდევ ერთი სადავო ჰესის გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება. მესამე სექტორი საჯარო განხილვამდე და შესაბამისი დოკუმენტაციის გასაჯაროებამდე „ნამახვანის ჰესების“ კასკადის მშენებლობის შეჩერებას ითხოვს. არასამთავრობო ორგანიზაციების მტკიცებით, მთავრობამ სამშენებლო ნებართვა წინასწარი კვლევების ჩატარებისა და საფრთხეების გაანალიზების გარეშე გასცა. ადგილობრივთა ნაწილის პროტესტის გამო, წყალტუბოში მდინარე რიონზე მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოები დროებით შეჩერებული იყო, თუმცა პროცესი ისევ განახლდა. გარემოს დამცველების ბრალდებებს სხვადასხვა საექსპერტო კვლევას უპირისპირებს გარემოს დაცვის სამინისტრო. მასშტაბური ენერგეტიკული პროექტის დასრულება 2025-26 წლებში იგეგმება.