ჰესის მშენებლობა ლოპოტაზე და მოსახლეობის პროტესტი

პროტესტის მეოთხე დღე – სოფელ ლაფანყურის მაცხოვრებლები მდინარე ლოპოტაზე დაგეგმილ ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან. ადგილობრივები ტექნიკას გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევენ. შეკრებილების თქმით, მშენებელმა კომპანიამ მათ მიერ მოთხოვნილი კვლევები არ ჩაატარა და ბუნებაზე ზემოქმედების შეფასების შესახებ დასკვნა ვერ წარმოადგინა.

ჟანა დიდებაშვილი დეტალებით ლაფანყურიდან.