ნაძალადევის რაიონში სამი სპორტული მოედანი რეაბილიტირდა

ნაძალადევის რაიონში სამ სპორტულ მოედანს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

ზღვის უბნის მეოთხე მიკრორაიონში მდებარე მოედნებზე შეიცვალა ინფრასტრუქტურა, დაიგო ხელოვნური მწვანე საფარი და დამონტაჟდა კალათბურთის ფარები.

მიმდინარე წლის განმავლობაში სპორტულ მოედნებზე განხორციელებული აღდგენითი სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 181 892 ლარი გამოყო.

განახლებული მინი სტადიონები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად დაათვალიერა.