სპორტული მოედნის რეაბილიტაცია წეროვანში

18:35, 29.08.2019

თურქეთს თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსა და არველაძეების ფონდის დახმარებით, წეროვანის დევნილთა დასახლებაში, ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დაიწყო.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ,  დევნილი ოჯახების ბავშვებისათვის შეიქმნება უფასო საფეხბურთო სკოლა. 25-კაციანი გუნდისათვის აუცილებელი საფეხბურთო ეკიპირების გადაცემას, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო უზრუნველყოფს. ღონისძიებას საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი, არველაძეების ფონდის დამფუძნებლები და  ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დაესწრნენ.

მსგავსი