თურქეთს თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსა და არველაძეების ფონდის დახმარებით, წეროვანის დევნილთა დასახლებაში, ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დაიწყო.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, დევნილი ოჯახების ბავშვებისათვის შეიქმნება უფასო საფეხბურთო სკოლა. 25-კაციანი გუნდისათვის აუცილებელი საფეხბურთო ეკიპირების გადაცემას, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო უზრუნველყოფს. ღონისძიებას საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი, არველაძეების ფონდის დამფუძნებლები და ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დაესწრნენ.