შეხვედრა ამერიკის ელჩთან

წეროვანის დევნილთა დასახლებაში ამერიკის ელჩი მცხეთა-მთიანეთის „რეგიონული ჰაბის“ წევრებს შეხვდა.

დიპლომატმა ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი გამოფენა დაათვალიერა და მათ საქმიანობას გაეცნო. „მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ჰაბი“ 2002 წელს არის დაარსებული და „ახალგორის ახალგაზრდული ასოციაციის“ მემკვიდრე ორგანიზაციაა, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად იძულებით გადაადგილება მოუწია. ჰაბის საქმიანობა იძულებით გადაადგილებული პირების ინტეგრაციას, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებასა და ქალებისა და ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას ემსახურება.