10-წლიანი პაუზის შემდეგ, რუსთავი ახალი წლის დადგომას გრანდიოზული გალა-კონცერტით პირველად შეხვდება.
ღონისძიებისთვის მზადება რუსთავის მთავარ მოედანზე მოწყობილ საახალწლო ქალაქში დილიდან დაიწყო. საშობაო სოფელში ადგილობრივები 14:00 საათიდან შეიკრიბნენ, გალა კონცერტი კი 22:30 წუთზე დაიწყება.