„ბლექ სი არენა“ ენიო მორიკონეს კონცერტისთვის ემზადება.
საკონცერტო დარბაზში ბოლო სამზადისი მიმდინარეობს. „ბლექ სი არენა“ იტალიელი მაესტროს კონცერტით 2018 წლის სეზონს გახსნის.
შეგახსენებთ, რომ ენიო მორიკონე საქართველოს მსოფლიო ტურნეს ფარგლებში რომის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ეწვევა. ღონისძიებაში მონაწილეობას თბილისის ოპერის თეატრის გუნდი 70 კაციანი შემადგნელობით მიიღებს. ლეგენდარული კომპოზიტორი ორკესტრს პირადად უდირიჟორებს.
კონცერტი 19 მაისს „ბლექ სი არენაზე“ „ჩექინ ჯორჯიას“ ფარგლებში ჩატარდება.