მზადება გალა კონცერტისთვის

საქართველოში ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათი რჩება.

წინა საახალწლო განწყობის შესაქმნელად დილიდან მოქალაქეებს ორბელიანის მოედანსა და დედაენის ბაღში ელოდებიან, სადაც საახალწლო სოფელია მოწყობილი. ადგილზე პატარებს ზღაპრის გმირები და თოვლის ბაბუა დახვდებათ. ტრადიციულად გამოფენილია ხელნაკეთი ნივთები, რომლის შეძენაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია.