იტალიის დედაქალაქი მსოფლიო ლიდერების მისაღებად ემზადება.
აშშ-ის და ევროპის ქვეყნების პირველი პირები რომში დიდი ოცეულის სამიტზე შეიკრიბებიან. დღის წესრიგის მთავარი თემა კოვიდ-პანდემიის დაძლევის გზები და ეკონომიკური განახლების პერსპექტივაა. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ორმხრივი შეხვედრები, რომლებიც სამიტის ფარგლებში უნდა გაიმართოს. მედია განსაკუთრებული ინტერესით ელოდება ამერიკის და საფრანგეთის პრეზიდენტების შეხვედრას, რადგან ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გამწვავების შემდეგ ეს ლიდერების პირველი აუდიენცია იქნება. საინტერესო იქნება გერმანიის მონაწილეობაც. ანგელა მერკელი სამიტს სავარაუდო შემცვლელთან ერთად დაესწრება. ინტრიგად რჩება ბაიდენის და ერდოღანის შესაძლო შეხვედრაც. ბოლო პერიოდში ურთიერთობა ვაშინგტონსა და ანკარას შორისაც დაძაბულია.