პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აშშ-ში

მიმდინარე კვირის განმავლობაში გაერო-ს შტაბ-ბინა მსოფლიო ლიდერების თავშეყრის ადგილია.

ნიუ-იორკში გენერალური დებატებისთვის ემზადებიან. შტატებში იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრიც, რომელიც გენერალური ასამბლეის 78 სესიის მონაწილეებს სიტყვით პარასკევს მიმართავს. დღეს კი ირაკლი ღარიბაშვილი ლიდერთა სამიტში მონაწილეობს, სადაც ასევე დაგეგმილია მისი სიტყვით გამოსვლა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს მთელი კვირის განმავლობაში გამართავს. ის უკვე შეხვდა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანს.

აშშ-ში იმყოფება „მოამბის“ გადამღები ჯგუფიც – სალომე ქოქიაშვილი ნიუ-იორკიდან.