მზადება არჩევნებისთვის

რამდენად არის მზად საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების ელექტრონულად ჩასატარებლად – ცესკო-ს თავმჯდომარის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია მორიგი საპარლამენტო არჩევნების მაღალ დონეზე ჩატარებას უზრუნველსაყოფს. რაც შეეხება უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის საკითხს, როგორც ცესკო-ში განმარტავენ, ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, თუ ისინი იქნებიან საკონსულო აღრიცხვაზე ან საკონსულო აღრიცხვაზე არ ყოფნის შემთხვევაში, კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში, საარჩევნო უბნის შექმნის შემდეგ მიმართავენ შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს და გაივლიან რეგისტრაციას.

ცესკო საინფორმაციო კამპანიას განაგრძობს. დისკუსია პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან უკვე გაიმართა, თუმცა ოპოზიციის ნაწილს თანამედროვე ტექნოლოგიებთან დაკავშირებით კვლავ კითხვები აქვს და არჩევნებში ემიგრანტების მონაწილეობას სწორედ ელექტრონული სისტემით, ონლაინ რეჟიმში ითხოვს.