ინტერვიუ შალვა პაპუაშვილთან #აქტუალურითემა მაკა ცინცაძესთან ერთად - 4 აპრილი, 2024 #LIVE
  • განახლებული ძველი ინიციატივა მმართველი პარტიის დღის წესრიგში ბრუნდება… „ქართული ოცნება“ უცხოური გავლენების შესახებ პროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენს…
  • რატომ არის ქართული ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორისთვის აშშ-ში მოქმედი და ევროპაში ინიცირებული კანონპროექტი მიუღებელი, რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს პრეზიდენტი უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას და როგორ აღმოჩნდა მორიგ ჯერზეც სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის ფლანგზე.
  • ვის რას დაავალდებულებს კანონი, გაუმჭვირვალე პოლიტიკური მიზნები თუ მიზნობრიობის დაფარვის მცდელობა?
  • ვის და რატომ არ სურს საზოგადოებამ იცოდეს რას უკვეთავს ის, ვინც ფულს იხდის?
  • კვირის აქტუალურ თემებზე ვსაუბრობთ პარლამენტის თავმჯდომარესთან. გენდერული კვოტირების საკითხი, კონსესუსი გირჩთან ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე და მოსამართლეებისთვის სანქციების მოხსნის მოთხოვნა. ვეტინგი, სასამართლო სისტემაში ჩარევის თუ გაჯანსაღების მცდელობა. დღეს აქტუალური თემის სტუმარია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი

აქტუალური თემა