პირველი აგვისტოდან საქართველოში ჰაერის ხარისხი ევროპული სტანდარტებით შემოწმდება. პრემიერის მიერ წარდგენილ სტრატეგიას – “მწვანე ეკონომიკა” დღეს შეფასებები მოჰყვა. ინიციატივას მხარს უჭერენ უმრავლესობის წევრები და ამბობენ, რომ სხვადასხვა უწყების ერთობლივი ძალისხმევით და კომპლექსური მიდგომით, მათ შორის საკანონმდებლო ბაზის დახვეწით, უნდა მოწესრიგდეს ურთიერთობები სატყეო სექტორში და ასევე სანქცირების ნაწილში.
სუფთა ჰაერი, სუფთა წყალი, ჯანსაღი გარემო და საკვები – ასეთია “მწვანე ეკონომიკის“ – მთავარი მიმართულებები. დაგეგმილ ღონისძიებებს შორისაა მწვანე სარეკრეაციო ზონების შექმნა, ტყეებზე ზრუნვა, საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ძველი გაუმართავი ტრანსპორტის ჩანაცვლება, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების დანერგვა, საწვავის ხარისხის მკაცრი კონტროლი და ჰაერის ხარისხის დაცვის პროგრამების შექმნა.