დედამიწის დღე

22 აპრილს მსოფლიო „დედამიწის დღეს” აღნიშნავს.

1990 წლიდან „დედამიწის დღე” საქართველოშიც აღინიშნება. მწვანე ეკონომიკა, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა, პლასტიკის მოხმარების მინიმუმამდე შემცირება, ხარისხიანი საწვავი და კიდევ არაერთი მიმართულება ის სახელმწიფო პრიორიტეტებია, რომელმაც გარემო დაბინძურებისგან უნდა დაიცვას. გარემოსდაცვითი საკითხების მნიშვნელობაზე სასაუბროდ,  გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი და პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თბილისის 186-ე საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებს შეხვდნენ. დედამიწის დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა შეხვედრის შემდეგ სკოლის ეზოში ხეები დარგეს.

მოამბე

 

დატოვე კომენტარი