პირველი აგვისტოდან საქართველოში ჰაერის ხარისხი ევროპული სტანდარტებით შემოწმდება. სწორედ გარემოს დასაცავად და ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსასწორებლად მთავრობამ ახალი კონცეფცია მოამზადა.
„მწვანე ეკონომიკა“ – ამ სახელწოდების სტრატეგია ცოტა ხნის წინ პრემიერმა წარმოადგინა. სუფთა ჰაერი, სუფთა წყალი, ჯანსაღი გარემო და საკვები – ასეთია დოკუმენტის მთავარი მიმართულებები. დაგეგმილ ღონისძიებებს შორისაა მწვანე სარეკრეაციო ზონების შექმნა, ტყეებზე ზრუნვა, საგზაო ინფრსტრუქტურის გაუმჯობესება, ძველი გაუმართავი ტრანსპორტის ჩანაცვლება, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების დანერგვა, საწვავის ხარისხის მკაცრი კონტროლი, ჰაერის ხარისხის დაცვის პროგრამების შექმნა.