მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თაობაზე პროცესი განახლდა
მუსტაფა ემრე ჩაბუქისათვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თაობაზე პროცესი დღეს განახლდა.
მხარეები პაექრობის ეტაპზე არიან. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ჩაბუქიც და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მას კავშირი არ აქვს გიულენთან და იმ შემთხვევაში, თუ მისი ექსტრადირება მოხდება, მას თურქეთში წამება ელოდება.
მოპასუხე მხარე – ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენელი კი აცხადებს, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის მოთხოვნა ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თაობაზე არალეგიტიმურია და მას თურქეთში საფრთხე არ ემუქრება.