მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზე დღეს საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვა დაიწყება

დემირელის კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზე დღეს საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვა დაიწყება.

პროცესზე დაცვის მხარე აპირებს, სასამართლოს მტკიცებულებები წარუდგინოს. ადვოკატის განცხადებით, საქმეში ახალი გარემოებებია. კერძოდ, ცნობილი გახდა საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევები საქმესთან დაკავშირებით.

დემირელის კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატი ლტოლვილის სტატუსზე მიღებულ უარს ასაჩივრებს. ადვოკატის თქმით, თუ სასამართლო ამ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, დავა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგრძელდება.

დემირელის კოლეჯის მენეჯერი, მუსტაფა ემრე ჩაბუქი ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით 24 მაისს დააკავეს. მას სამთვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდეს.

აგვისტოში მოსამართლემ აღნიშნული ვადა კიდევ სამი თვის ვადით გაახანგრძლივა.