მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირების საქმე

მუსტაფა ემრე ჩაბუქს თურქეთში ექსტრადირების შემთხვევაში საფრთხე ემუქრება. ამ არგუმენტით, დემირელის კოლეჯის დაკავებული მენეჯერის ადვოკატები საქალაქო სასამართლოში დავობენ.

მოსამზადებელი სხდომის შემდეგ დღეს პირველი პროცესი გაიმართა. ჩაბუქის დაცვის მხარე ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვით, მას და მის ოჯახს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა. სასამართლოზე ადვოკატებმა საკუთარი პოზიციები ჩამოაყალიბეს.

საქმის განხილვა ორშაბათს გაგრძელდება.

თეონა ხუბულავა თემის დეტალებით.